სოციალური ეტიუდი


ღამე, ქუჩა, ხის ძელსკამი, წყვილი.

”ქორწილამდე არ შეიძლება…”_ ხმა ებზარება გოგოს, ცახცახებს, უხეში მოძრაობით იშორებს ბიჭის ტორებს მკერდიდან და სწრაფი ნაბიჯით ტოვებს ბნელ კუთხეს, ლამპიონების შუქზე ჩნდება მისი თხელი მხრების კონტურები.

დღე, ქუჩა,ხის ტრიბუნა, პოლიტიკოსი, საარჩევნო კამპანია.

”არჩევნების მერე, ჩვენ გპირდებით უფრო სუფთა ქალაქს, დანაშაულის დონის კლებას, მეტ დასაქმებულ და ნაკლებ ღარიბ ადამიანს, მეტ ბედნიერ სახეს, სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის! არჩევნების მერე ჩვენ ერთად შევძლებთ!..”_ხმა

ებზარება პოლიტიკოსს, აუდიტორიას ხელს უქნევს, იღიმის და სწრაფი ნაბიჯით შორდება ტრიბუნას, მზეს

ერიდება და ჩრდილში გადის.

არჩევნებამდე არ შეიძლება!..

Leave a comment